Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის მთავრობამ კომენდანტის საათი შეამცირა


ეგვიპტის მთავრობის მცდელობის მუხედავად, რომ ქვეყანაში დასრულდეს ორცკვირიანი საყოველთაო საპროტესტო გამოსვლები, კაიროს ტაჰრირის მოედანზე კვლავ გამოხატავდა პროტესტს ასობით ადამიანი, რომლებიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომას ითხოვენ. ეგვიპტის მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის დათმობებისათვისა და საკონსტიტუციო რეფორმებისათვის. დღესვე გამოცხადდა ხელფასებისა და პენსიების 15 პროცენტიანი მატება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთათვის. თუმცა, ეგვიპტის მთავრობა კვლავაც იმეორებს, რომ საკუთარ პოსტზე უნდა დარჩეს ჰოსნი მუბარაკი და უხელმძღვანელოს ცვლილებებს. ეგვიპტის ხელისუფლებამ დღესვე ერთი საათით შეამცირა კომენდანტის საათის მოქმედება. კვირას გაიმართა მოლაპარაკება ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტსა და ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის, რაც, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, პროგრესის მაჩვენებელია.
XS
SM
MD
LG