Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ჰოლანდიას ფარისევლობაში სდებს ბრალს


ირანმა დღეს ბრალი დასდო ნიდერლანდების სამეფოს ფარისევლობასა და დიპლომატიურ დაპირისპირებაში, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიამ საკონსულტაციოდ გუშინ თავისი ელჩი გამოიწვია ირანიდან. საქმე ეხება ირანული წარმოშობის ჰოლანდიის მოქალქე ქალს, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ირანში. ნიდერლანდების სამეფომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ზაჰრა ბაჰრამი, ორმაგი მოქლაქეობის მქონე 45 წლის ქალი, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით იანვარში ჩამოახრჩვეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანა, რომელსაც „ცივილიზებულობის პრეტენზია აქვს“, ირანზე პოლიტიკურ ზეწოლის მოსახდენად დანაშაულთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასტან დაკავშირებულ საქმეს ადამიანის უფლებების საკითხად წარმოაჩენს.
XS
SM
MD
LG