Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაროვი აცხადებს, რომ დომოდედოვოს აფეთქება მისი დავალებით მოხდა


ჩეჩენი მეამბოხეების ისლამისტი ლიდერი, დოკუ უმაროვი აცხადებს, რომ მან გასცა გასულ თვეში მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქების მოწყობის ბრძანება - რასაც 36 ადამიანი ემსხვერპლა. უმაროვმა ეს განცხადება ჩეჩენ მეამბოხეებთან კავშირში მყოფ ვებსაიტზე განათავსა: „ეს სპეცოპერაცია ჩემი ბრძანებით განხორციელდა. ღვთის შეწევნით მსგავსი სპეცოპერაციები მომავალშიც მოხდება“ - აცხადებს ის. როგორც ვარაუდობენ, ვებსაიტზე განთავსებული ეს ვიდეო 24 იანვარს - დომოდედოვოში თავდასხმის დღეს - არის გადაღებული. უმაროვის თქმით, თავდასხმა პასუხი იყო იმ „დანაშაულებზე, რასაც რუსეთი კავკასიაში სჩადის.“
უმაროვის მიზანს რუსეთისგან თავისუფალი პან-კავკასიური სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს, სადაც ისლამური შარიათის კანონი იმოქმედებს. მის დაჯგუფებას წარსულში არაერთ სისხლიან თავდაასხმაზე აქვს ნაკისრი პასუხისმგებლობა. რუსეთში გამომძიებლების თქმით, თვითმკვლელი, რომელმაც დომოდედოვოში თავი აიფეთქა, 20 წლის კაცი იყო კავკასიის რეგიონიდან. პარალელურად, კრემლმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უშიშროების სტრუქტურების რამდენიმე ოფიცერი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან მათ უსაფრთხოების შესამაბისი ზომების გატარებით ამ თავდასხმის აღკვეთა ვერ შესძლეს.
XS
SM
MD
LG