Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოზარდის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ 31 ადამიანი შეიწირა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, 31 ჯარისკაცი დაიღუპა არმიის საწვრთნელ ბაზაზე მოზარდის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. სკოლის ფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა თავი აიფეთქა ბაზაზე ქალაქ მარდანში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, მას თალიბანის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მეამბოხეები განაგრძობენ შურის ძიებას ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების იერიშებისა და სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპული ხალხის გამო.
XS
SM
MD
LG