ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი იძულებული გახდა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ ორუროში ვიზიტი ნაადრევად შეეწყვიტა მასობრივი პროტესტების გამო. ორურო ადრე სამთომომპოვებელი მრეწველობის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლებოდა. მორალესი გეგმავდა პარადზე გამოსვლას,რ ომელიც ერთ-ერთ ისტორიულ აჯანყებას ეძღვნებოდა. თუმცა, იმ ადგილის მახლობლად, სადაც პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო, რამდენიმე აფეთქება მოხდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფასების ზრდით და პროდუქტების სიმწირით უკმაყოფილო მოსახლეობა დემონსტრაციის მოწყობას გეგმავდა. მსგავსი აქციები მანამდე ბოლივიის სხვა ქალაქებში ჩატარდა.
ყველაზე პოპულარული
1