Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელბარადეი: ეგვიპტე აფეთქების პირასაა


ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ ელბარადეი აცხადებს, რომ ვითარება ეგვიპტეში ”აფეთქების პირასაა” და მოუწოდა არმიას ჩაერიოს, რათა თავიდან აირიდოს ქვეყნის დაშლა. ელბარადეიმ ეს განცხადება პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა რომ დაუყოვლებლივ გადადგომას არ აპირებდა და უფლებამოსილების ნაწილს პრემიერ-მინისტრს გადასცემდა.
XS
SM
MD
LG