Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი საანგარიშო მოხსენებით წარდგა პარლამენტის წინაშე


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით წარდგა საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა წინაშე. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანა კვლავაც რთული რეალობის წინაშე დგას. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას ძლიერი მტერი უპირისპირდება, მაგრამ საქართველომ შარშანდელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებებს მიაღწია. ამის დასტურად სააკაშვილმა ის გარემოება დაასახელა, რომ საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიებს დღეს „ოკუპირებულად“ მოიხსენიებს. რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის დიალოგისთვის და სურს კიდეც მისი გამართვა, მაგრამ არასოდეს შეეგუება ქვეყნის დანაწევრებასა და ოკუპაციას. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზეც, კერძოდ ინფლაციაზე, უმუშევრობაზე, ეკონომიკის ნაკლოვან მხარეებზე და სხვა. სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ გაიმართა დებატები.
XS
SM
MD
LG