პაკისტანის სასამართლომ, რომელიც ტერორიზმის საქმეებს განიხილავს, დღეს ყოფილი პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის დაპატიმრების ორდერი გასცა. პროკურატურის თანახმად, მუშარაფმა 2007 წელს იცოდა ექსტრემისტი ისლამისტების გეგმის შესახებ, მოეკლათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო, მაგრამ არაფერი გააკეთა, რათა თავდასხმა არ მომხდარიყო. ბჰუტო 2007 წელს მოკლეს საარჩევნო კამპანიის დროს. მუშარაფი ემიგრაციაშია ბრიტანეთში. ის ბრალდებას უარყოფს.
ყველაზე პოპულარული
1