Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა


ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ უნაისი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ტუნისის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
ბევრმა ტუნისელმა გაკიცხა უნაისი გასულ კვირაში, როცა მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიშელ ალიო-მარის მიმართ კეთილგანწყობა გამოიჩინა. ალიო-მარის მის ქვეყანაში აკრიტიკებენ ტუნისის დამხობილ ხელისუფლებთან ახლო კონტაქტების გამო.
ტუნისში მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებს პრეზიდენტ ზინ ალ აბიდინ ბენ ალის ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG