Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვიქტორ დანილკინი ხოდორკოვსკის საქმის განხილვის დროს დამოუკიდებლად არ მოქმედებდა”


მოსკოვის ხამოვნიკის რაიონის მოსამართლე ვიქტორ დანილკინი, რომელმაც მიხაილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევს მილიონობით ტონა ნავთობის მითვისების ბრალდებით, 14-14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და საქალაქო სასამართლოს მითითებებს ასრულებდა - ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა ”გაზეტა რუ”- სთან ინტერვიუში განაცხადა მოსამართლის თანაშემწემ ნატალია ვასილიევამ. მისივე თქმით, მოსამართლეებმა კარგად იციან, რომ ”იუკოსის” საქმე დაკვეთილი იყო და ვიქტორ დანილკინს თანაუგრძნობენ. თავად დანილკინმა მისი თანაშემწის მტკიცებას ცილისწამება უწოდა და არ გამორიცხა, რომ ვასილიევას სასამართლოში უჩივლებს.
XS
SM
MD
LG