Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედროებს ეგვიპტეში საპროტესტო აქციების დასრულება სურთ


ეგვიპტის ახალმა მმართველებმა - სამხედროებმა - დღეს პროფკავშირების წარმომადგენლებს და მუშა-მოსამსახურეებს მოუწოდეს შეწყვიტონ გაფიცვები - იმ ფონზე, როცა ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ათასობით სახელმწიფო მოხელე აქციას მართავს. სამხედრო უწყება ამ მოწოდებით სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ საგანგებო განცხადებაში გამოვიდა. ამასთან, დემონსტრანტები კაიროს ტაჰრირის მოედანზეც დაბრუნდნენ - იქ, სადაც 18 დღის მანძილზე გამართულმა აქციებმა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდება მოიტანა. არადა რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ და ჯარმა მოედნიდან ბოლო დემონსტრანტებიც განდევნა სცადეს. ქვეყნის ახალმა, სამხედრო ხელისუფლებამ კვირას კონსტიტუცია გააუქმა და პარლამენტი დაითხოვა. უმაღლესი სამხედრო საბჭო აცხადებს, რომ ქვეყნის მართვას აპირებს ექვსი თვის განმავლობაში - ანუ სანამ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG