Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და შუა ევროპის სხვა ქვეყნები ბელორუსიაში პატიმრების განთავისუფლებას მოითხოვენ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეუერთდა ავსტრიას და ეგრეთწოდებული ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის განცხადებას, რომელიც გმობს ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დარღვევას. ამ ქვეყნების სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ისინი მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებელ განთავისუფლებას და მათ სრულ რეაბილიტაციას. სამიტს ესწრებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, მიკოლა აზაროვი, მაგრამ მან განცხადებას ხელი არ მოაწერა. ევროკავშირმა ახლახან დაუწესა ბელორუსიის ოფიციალურ პირებს დეკემბრის არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის გამო.
XS
SM
MD
LG