Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში ზედიზედ მესამე დღეს შეიკრიბნენ საპროტესტო აქციებზე


ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ზედიზედ მესამე დღეს შეიკრიბნენ ანტისამთავრობო აქციაზე მას შემდეგ, რაც წინა დღეებში ორი ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციის 2000-მდე მონაწილემ ღამე გაათენა მანამის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ კარვებში. დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამუშაო ადგილების შექმნა, სუნიტური უმცირესობის მიერ შიიტების დისკრიმინაციისთვის ბოლოს მოღება და ბაჰრეინის მთავრობის არჩევა ხალხის და არა მეფის მიერ. შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. ბაჰრეინში, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიული მოკავშირეა, განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი.
XS
SM
MD
LG