Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი მიუთითებს რეგრესზე რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით


ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი მიუთითებს „სეროზულ რეგრესზე“ რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პილაიმ, რომელიც პირველად ეწვია მოსკოვს ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რანგში, განაცხადა, რომ „არაგამჭვირვალე, არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი“ იყო ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიასა და უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელობების, ისევე როგორც ადვოკატ სერგეი მაგნიცკის ციხეში გარდაცვალების გამოძიებები. როგორც პილაიმ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, უმაღლეს ეშელონებში „გარკვეულწილ აცნობიერებენ“, რომ სერიოზული ხარვეზები არსებობს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, მაგრამ რეფორმები „საკმარისად წინ არ წასულა, მათს წარმატებულად მისაჩნევად“.
XS
SM
MD
LG