Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ისრაელზე რეზოლუციას განიხილავს


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს რეზოლუციას, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის მიერ შექმნილ უკანონო დასახლებებს დაგმობს. აშშ ახალი დასახლებების წინააღმდეგია, თუმცა, თვლის, რომ რეზოლუციის მიღებამ ამ ეტაპზე შეიძლება ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესის განახლებას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ რეზოლუციაზე კენჭისყრისას აშშ-ის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენება გააღიზიანებს არაბულენოვან ქვეყნებს, რაც განსაკუთრებით არასასურველია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე.
XS
SM
MD
LG