პროტესტის გამოსახატავად მაროკოს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მოითხოვეს, რომ მეფე მოჰამედმა უარი თქვას ძალაუფლების ნაწილზე, დაითხოვოს მთავრობა და ბოლო მოუღოს კორუფციას. დემონსტრანტები ასევე მოითხოვდნენ: ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო რეფორმას, უკეთესი ჯანდაცვის სისტემას და შემწეობის გაზრდას საარსებო მინიმუმის ზრდის პარალელურად. ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე დაახლოებით 20 ათასი მომხრის მობილიზება შეძლეს.
ყველაზე პოპულარული
1