Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ფრანგი და ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციურმა ჯარმა შაბათს ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ქაბულის აღმოსავლეთში, როდესაც ჯავშანმანქანას, რომელშიც სამხედრო პატრული იმყოფებოდა, მეამბოხეებმა ანტისატანკო რაკეტა ესროლეს. თავდასხმისას კიდევ ორი ჯარისკაცი დაიჭრა, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად შაბათს ავღანეთში ავსტრალიელი ჯარისკაცი და მისი თარჯიმანი დაიღუპა. შემთხვევა ურუზგანის პროვინციაში პატრულირებისას მოხდა. ავსტრალიის ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 23 ჯარისკაცამდე გაიზარდა. ფრანგული ქვედანაყოფის დანაკარგი საერთაშორისო ოპერაციის 10 წლის განმავლობაში 54 კაცს აღწევს.
XS
SM
MD
LG