Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საელჩო საქართველოში მუშაობას დღეს განაახლებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ისრაელის საელჩოს მუშაობა საქართველოში ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა და ის მუშაობას დღეს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. საქართველოში ისრაელის საელჩოს დახურვის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას ებრაულ მედიაში გავრცელდა. ამ ცნობის თანახმად ისრაელმა საელჩოები საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში ტერორისტული აქტების საფრთხის გამო დახურა. რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ანტიტერორისტულმა ბიურომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ისრაელის მოქალაქეებისთვის ჩასვლა სახიფათოა.
XS
SM
MD
LG