Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სახიფათოდ მიიჩნევენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახიფათოდ მიიჩნევენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ სოჭის ოლიმპიადის გამო თბილისიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, რასაც განსაკუთრებული კონტროლი სჭირდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, აღნიშნა, რომ საბოტაჟითა და ტერაქტებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევა რუსეთის ხელისუფლების მიერ აპრობირებული მეთოდია, ამიტომ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს თბილისი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. საგარეო საქმეთა სამინისტროში არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეიარაღების რაოდენობის გაზრდა გაამართლოს.
XS
SM
MD
LG