Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უსაფრთხოების საბჭო ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს


გაეროს უსაფრთხოების საბჭო დღეს ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. ამის შესახებ, ორშაბათს გვიან ღამით გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა. ის შეშფოთებას გამოთქვამს ლიბიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად შეწყვიტოს სისხლისღვრა. ანალოგიური მიმართვები გაავრცელეს ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეოს საქმეთა მინისტრებმა.

XS
SM
MD
LG