Accessibility links

პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება


პარლამენტში დღეს ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ქვეყნის საფრთხეების შეფასების დოკუმენტის გასაიდუმლოებულ ნაწილს განიხილავენ. შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ოთახში 15:00 საათზე დაიწყება. პარლამენტმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა უკვე დაიწყო, რომლის თანმდევია საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც. ნდობის ჯგუფი სულ ხუთი წევრისგან შედგება: თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, მისი მოადგილეები ზაზა გელაშვილი და სამსონ ქუთათელაძე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG