Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიას კომისიის დასკვნას მოისმენს


ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის დასკვნას დღეს პარლამენტის სხდომაზე მოისმენენ. როგორც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში განაცხადა, დასკვნა დღესვე პარლამენტის ვებსაიტზე განთავსდება. გამსახურდიას მიაჩნია, რომ კარგი იქნება, დასკვნა თუ წიგნად გამოიცემა, რის შესაძლებლობასაც პარლამენტის აპარატი უახლოეს დღეებში დაადგენს. რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, იგი 365 გვერდისგან შედგება და მასში შესულია საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული მასალები. დასკვნა ცალსახად გამორიცხავს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობას, თუმცა კონკრეტულ ბრალდებულებს ან ეჭვმიტანილებს არ ასახელებს. კონსტანტინე გამსახურდიას მიაჩნია, რომ ეს გამოძიების საქმეა და შესაბამის ორგანოებს, შეჩერებული გამოძიების განახლების რეკომენდაციით მიმართავს. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიის დასკვნის მოსმენა დღეს 16:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG