Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტი დემონსტრანტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს


იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდალა სალეჰმა პოლიციას განკარგულება მისცა, უზრუნველჰყოს დემონსტრატების უსაფრთხოება. 16 თებერვლის შემდეგ, როცა დაიწყო სახალხო მღელვარება იემენში, 15 ადამიანი დაიხოცა. დემონსტრატებს პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა და ცრემლმდენი გაზი იხმარა მათ მიმართ. მთავრობის მომხრეები დემონსტრანტებს ხელჯოხებითა და დანებით ესხმოდნენ თავს. პარლამენტის სულ მცირე შვიდი დეპუტატი გადადგა ძალის გამოყენების მიმართ პროტესტის ნიშნად. აბდელ სალეჰი 30 წელია მართავს იემენს. დემონსტრანტები მის გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG