Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ლიბიაში ვითარება „შემაშფოთებელ ესკალაციას“ განიცდის


ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნეივი პილავი, აცხადებს, რომ ლიბიაში მიმდინარე ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებზე ზეწოლა „შემაშფოთებელ ესკალაციას“ განიცდის. პილაი ამ განცხადებით ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოვიდა. მისი თქმით, მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეების მიმართ ძალის გამოყენების შედეგად, ზოგიერთი ცნობის თანახმად, ათასობით მოქალაქეა დახოცილი ან დაშავებული. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ლიბიაში შექმნილ მწვავე კრიზისზე სამსჯელოდ ალიანსის საგანგებო სხდომა მოიწვია. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს მოგვიანებით კადაფის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG