Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშის მთავრობა: რუსეთი ბირთვულ რეაქტორს ააგებს


ბანგლადეშის მთავრობის თქმით, რუსეთი დათანხმდა, ქვეყნის პირველი ბირთვული რეაქტორი ააგოს. მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა თანახმად, ორმა ქვეყანამ ხუთშაბათს დაკაში მოაწერა ხელი ამ გარიგების თაობაზე შეთანხმებას. რუსეთი ააგებს ორ რეაქტორს, რომლებიც საერთო ჯამში 2000 მეგავატ ელექტროენერგიას აწარმოებს. მათი აგება 2018 წლისთვის არის დაგეგმილი და მილიარდნახევარი დოლარი დაჯდება.
XS
SM
MD
LG