Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და ბრიტანეთი კადაფის წინააღმდეგ „მკაცრ“ სანქციებს მოითხოვენ


გერმანიის და ბრიტანეთის ლიდერები აცხადებენ, რომ ლიბიის რეჟიმს „მკაცრი“ სადამსჯელო საერთაშორისო სანქციები უნდა დაუწესდეს. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერკელის და დევიდ კამერონის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. კამერონის პრეს-სამსახურის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამ საკითზე იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის და თურქეთის პრემიერ-მინისრტ რეჯეპ ტაიპ ერდოანსაც ესაუბრა და მათი თანხმობაც მოიპოვა. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს მოგვიანებით აპირებს სხდომის გამართვას. სხდომაზე სანქციების რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელებენ, რომელმაც მუამარ კადაფის ოპოციზიის გამოსვლების მონაწილეებზე ძალადობრივი ზეწოლის შეწყვეტისკენ უნდა უბიძგოს. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და აშშ-მა შეადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სამოქალაქო პირებზე რეჟიმის მხრიდან მიტანილი იერიში შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაუტოლდეს. გავრცელებული ცნობებით, ბოლო დღეებში ლიბიაში ასობით - და შესაძლოა ათასობით - ადამიანი დაიხოცა, ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და კადაფის ერთგულ ძალებს შორის შეტაკებებში.
XS
SM
MD
LG