Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნალჩიკში თავდასხმები მოხდა


ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქში წუხელ თავდასხმები მოხდა. უცნობებმა ავტომობილიდან დაცხრილეს ბენზოგასამართი სადგური, რამაც ხანძარი გამოიწვია. „ინტერფაქსის“ თანახმად, მსხვერპლი არ არის. ხელყუმბარა ისროლეს იმ სახლის ეზოში, სადაც ფედერალურ ძიებაში მყოფი, მეამბოხეების ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეული ასტემირ მამიშევის მშრობლები ცხოვრობენ. ამ შემთხვევაშიც არავინ დაშავებულა. პარასკევს საღამოს უცნობთა დაახლოებით 10-კაციანმა ჯგუფმა ნალჩიკში რამდენიმე ობიექტი დაცხრილა და „ეფესბეს“ სანატორიუმში აფეთქება მოახდინა. დაიჭრა ერთი მილიციელი. თავდამსხმელებმა მიმალვა შესძლეს.
XS
SM
MD
LG