Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრემიერი: ფასების მატება საფრთხეს უქმნის სოციალურ სტაბილურობას


ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ვენ ძიაბაოს თქმით, ქვეყანაში საკვების ფასების ზრდა სოციალურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. თუმცა ვენ ძიაბაო დარწმუნებულია, რომ ინფლაციის შემცირება მოხერხდება - ის აცხადებს, რომ ჩინეთს მარცვლეულის და უცხოური ვალუტის დიდი რეზერვი აქვს, რაც საკვების ფასების კონტროლს შესაძლებელს ხდის. იანვარში ჩინეთში საკვები 10.3 პროცენტით გაძვირდა, თუმცა ზოგადი ინფლაცია 5 პროცენტზე დაბალი იყო. ამ განცხადებებით ვენ ძიაბაო ინტერნეტ-ფორუმზე გამოვიდა.
XS
SM
MD
LG