ტუნისის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ღანუშიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა - ბოლო დღეებში ქუჩებში განახლებული მღელვარების და ძალადობის ფონზე. ღანუში დიდი ხნის მანძილზე იყო პრეზიდენტ ზინე ელ აბიდინ ბენ ალის მოკავშირე - რომელიც გასულ თვეში, სახალხო ამბოხების შედეგად ჩამოაგდეს. პრეზიდენტის დამხობის შემდეგ ღანუში აცხადებდა, რომ ქვეყანას ზაფხულში დანიშნულ არჩევნებამდე უხელმძღვანელებდა. თუმცა განახლებული გამოსვლების ფონზე დღეს მან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
ყველაზე პოპულარული
1