Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი გადადგა


ტუნისის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ღანუშიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა - ბოლო დღეებში ქუჩებში განახლებული მღელვარების და ძალადობის ფონზე. იანვრიდან - პრეზიდენტ ზინე ელ აბიდინ ბენ ალის სახალხო ამბოხების შედეგად ჩამოგდების შემდეგ - ღანუში დროებით მთავრობას ხელმძღანელობდა. ამ მთავრობას ქვეყანა ექვსი თვის მანძილზე, ანუ მომავალ არჩევნებამდე უნდა ემართა. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიხოცა და 200 დაშავდა პარასკევის შემდეგ, დროებითი მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში. პროტესტი ძირითადად ღანუშის ფიგურის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. ღანუში დიდი ხნის მანძილზე იყო პრეზიდენტ ზინე ელ აბიდინ ბენ ალის მოკავშირე.
XS
SM
MD
LG