Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერას მოითხოვს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ 4 მარტს, ჟენევის დისკუსიის მე-15 რაუნდისას კვლავ მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერას. ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა სააგენტო რესთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიის საერთაშორისო თანათავმჯდომარეებს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხებისადმი საკმაოდ სუსტი პოზიცია აქვთ. ამის მაგალითად ჩოჩიევმა სწორედ ის მოიყვანა, რომ თითქმის 3 წელია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების პროექტის მომზადება ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG