Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო გამოძიება ლიბიაში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ლუის მორენო-ოკამპომ გააკეთა განცხადება წინასწარი გამოძიების შესახებ, რომელიც ლიბიაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით იწყება. მორენო-ოკამპომ ჰააგაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი შეისწავლის ბრალდებებს ლიბიის ლიდერის ერთგული ძალების მიერ სამოქალაქო პირების წინააღდმეგ მიმართული მასშტაბური ან სისტემატური იერიშების შესახებ. ამასთან, პროკურორის განმარტებით „გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცევა ყველაზე მძიმე დანაშაულები, რომლებიც 15 თებერვლის შემდეგ იქნა ჩადენილი. ბრალდებების მიხედვით, საქმე ეხება სამხედრო თავდასხმებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. თუ ეს მოხდა, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, განაცხადა მორენო-ოკამპომ.
XS
SM
MD
LG