Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნას კვლავ ადასტურებს


დომოდედოვოს ტერაქტთან საქართველოს კავშირის თაობაზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის განცხადებას აბსურდული ბრალდება უწოდა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. თბილისში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ითხოვს რუსეთთან თანამშრომლობას საქართველოს ტერიტორიაზე შარშან განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით, მოსკოვში ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თბილისის შეთავაზებას აბსურდული ბრალდებით უპასუხეს. "საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა ყოველთვის დაგმობენ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყების შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებას. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ადასტურებს, რომ მზად არის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში დაიწყოს სრულმასშტაბიანი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან.
XS
SM
MD
LG