Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მინისტრი მოკლეს


ისლამაბადში მოკლეს მინისტრი ეროვნული უმცირესობების საკითხებში შაბაზ ბჰათი. ის სახლიდან სამსახურში მიდიოდა, როცა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა. ბჰათი ქრისტიანი იყო. მას ისლამისტი მეამბოხეები ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ღვთის გმობის შესახებ პაკისტანის კანონმდებლობას აკრიტიკებდა. ეს კანონი ისლამის შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. გასული წლის ნოემბერში ისლამის შეურაცხყოფისთვის სიკვდილი მიუსაჯეს ოთხი შვილის დედას. მიმდინარე წლის დასაწყისში პირადმა მცველმა მოკლა ფანჯაბის პროვინციის გუბერნატორი. მკვლელი იმან განარისხა, რომ პოლიტიკოსი ღვთის გმობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგი იყო.
XS
SM
MD
LG