Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ ხუთი ადამიანი შეიწირა


ქაბულის სამხრეთით ოთხი ავღანელი ჯარისკაცი და მათი თარჯიმანი დაიღუპნენ გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება ლოგარის პროვინციაში მოხდა. პროვინციის წარმომადგენელ დინ მოჰამად დარვეშის განცხადებით, ავღანელი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად პატრულს ახორციელებდნენ, როცა მათი ავტომანქანა გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა. იუწყებიან აგრეთვე, რომ, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციის პოლიციის უფროსი ირწმუნება, შვიდიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები დაიღუპნენ ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად. ბავშვები შეცდომით ჩათვალეს მეამბოხეებად. ამ ინფორმაციამდე გავრცელდა ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარების განცხადება, რომ იძიებენ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო პირები დაიღუპნენ კუნარის პროვინციაში ნატოს იერიშის შედეგად.
XS
SM
MD
LG