Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ლიბიისთვის ყველა სახის სცენარს განიხილავს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ის ლიბიის საკითხზე ყველა სახის სცენარს განიხილავს, სამხედრო მოქმედების ჩათვლით. ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ მხარი დაუჭირა ლიბიის ოპოზიციის მოთხოვნას მუამარ კადაფის გადადგომის შესახებ. ობამამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ლიბიის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესაძლებლობას, რათა ხელი შეუშალოს კადაფის საჰაერო ძალებს დაბომბონ ამბოხებულები. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონის მთავარ საზრუნავს დღეს ლიბიიდან ლტოლვილთა დახმარება, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება და კადაფის 41-წლიანი მმართველობის დასრულების დაჩქარებაა.
XS
SM
MD
LG