Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელდარ კოკოევი: ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ხელახლა იჩივლებენ


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი საქართველოს წინააღმდეგ ხელახლა იჩივლებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ელდარ კოკოევმა. მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლები დაეხმარებიან მოსარჩელეებს, რომლებიც აგვისტოს სამხედრო აგრესიის გამო საქართველოს დამნაშავედ აღიარებას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა განეხილა საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 1 500-ზე მეტი სარჩელი, რადგან რამდენიმე მოთხოვნის მიუხედავად მისთვის საინტერესო დამატებითი მასალები ვერ მიიღო.
XS
SM
MD
LG