Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლიში კადაფის მოწინააღმდეგეთა აქცია დაშალეს


ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა დედაქალაქ ტრიპოლიში, პარასკევის ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. ხალხი მეჩეთებიდან გავიდა ტრიპოლის ტაჯურის რაიონში, კადაფის გადადგომის მოთხოვნით. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს აქციის დასაშლელად. დემონსტრანტებმა ისევ მოახერხეს შეკრება, რის შემდეგაც უშიშროების ძალები უკვე სროლას შეუდგნენ და ისევ დაშალეს აქცია. საპროტესტო აქციის დაწყებამდე, კადაფის მომხრე ძალებმა ბლოკ-პოსტები აღმართეს. გასულ კვირაში ასეთივე აქციების დაიშალა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებს სროლა დაუწყეს შეიარაღებულმა პირებმა.
XS
SM
MD
LG