Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათ ხელში რჩება ქალაქი ზავიაჰი


ლიბიაში მეამბოხეების წარმომადგენლის განცხადებით, მოგერიებულია ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგული ძალების შეტევა, რომლის მიზანიც ქალაქ ზავიაჰზე კონტროლის აღდგენა იყო. ზავიაჰი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში მდებარეობს, დედაქალაქ ტრიპოლიდან 50-მდე კილომეტრში. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესი იუწყება მეამბოხეების წარმომადგენელ იუსეფ შაგანისაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით, რომ კადაფის მოწინააღმდეგეებმა ხელთ იგდეს რამდენიმე ტანკი და კადაფის მომხრე ძალებმა უკან დაიხიეს, თუმცა, ქალაქში სნაიპერები დარჩნენ. ხოლო აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, 27-მდე გაიზარდა იარაღის საცავში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქალაქ ბენღაზიში მომხდარი ამ აფეთქებების მიზეზი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG