Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში საპროტესტო აქციები აიკრძალა


საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციები აკრძალა. სამინისტროს განცხადებით, უშიშროების ძალები აღჭურვილი არიან უფლებამოსილებით, მიმართონ ყველა ზომას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „კატეგორიულად აკრძალულია ყველა სახის დემონსტრაციები, სვლები და მჯდომარე აქციები, რადგან ისინი ეწინააღმდეგება ისლამური შარიათის კანონებს და საუდის საზოგადოების ღირებულებებსა და ტრადიციებს“. აკრძალვა მოჰყვა საუდის არაბეთის შიიტური უმცირესობის წარმომადგენლების მომცრო საპროტესტო აქციებს ნავთობმრეწველობით მნიშვნელოვან აღმოსავლეთ პროვინციაში.
XS
SM
MD
LG