Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ლიდერი კონტრშეტევაზე გადავიდა მეამბოხეებთან ბრძოლაში


ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთგული ჯარები კონტშეტევაზე გადავიდნენ მეამბოხეების მიერ დაპყრობილ ქალაქებზე კონტროლის აღსადგენად. კვირას კადაფის მომხრეები ტრიპოლის ქუჩებში ზეიმობდნენ გამარჯვებებს, რომლებიც, როგორც ხელისუფლება ირწმუნება, კადაფის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში მოიპოვეს.
ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კადაფის ჯარებმა მეამბოხეებს აიძულეს, უკან დაეხიათ ბენღაზიმდე - ეს ქალაქი მეამბოხეების დასაყრდენია აღმოსავლეთ ლიბიაში. მაგრამ მეამბოხეები ზავიაჰში და მისრატაში ირწმუნებიან, რომ შეძლეს, მოეგერიებინათ იერიშები, რომლებშიც ტანკები, არტილერია, საბრძოლო თვითმრინავები და ვერტმფრენები იყო ჩართული. ახლა მეამბოხეები იბრძვიან ქალაქ ბინ ჯავადზე კონტროლის აღსადგენად. გაეროს შეფასებით, 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ლიბიაში ძალადობის ორი კვირის წინ დაწყების შემდეგ. შიშობენ, რომ დაპირისპირება შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს და თვეები გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG