Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი დიპლომატები ლიბიიდან გაემგზავრნენ „სირთულეების“ შემდეგ


ბრიტანეთის განცხადებით, დიპლომატების მცირე ჯგუფი, რომელიც, ცნობების თანახმად, აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში იყო დაკავებული, „სირთულეების“ შემდეგ ლიბიიდან გაემგზავრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელ უილიამ ჰეიგის თქმით, ჯგუფი ლიბიაში იყო ჩასული „ოპოზიციასთან კონტაქტების დასამყარებლად“. მაგრამ ლიბიის მეამბოხეთა ევრონული საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ უარი თქვა, მოლაპარაკებოდა ბრიტანელებს, რომლებიც წინასწარი შეთანხმების გარეშე შევიდნენ მათ ქვეყანაში. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელების ჯგუფში იყვნენ საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც ბენღაზიში დააკავეს მუამარ კადაფის რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა.
XS
SM
MD
LG