Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეიტსი საჰაერო შეტევისას ავღანელი ბავშვების დაღუპვის გამო ბოდიშს იხდის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა დღეს ბოდიში მოიხადა იმ ავღანელი ბავშვების სიკვდილის გამო, რომლებიც გასულ კვირაში ნატოს იერიშს ემსხვერპლნენ. გეიტსი ამ განცხადებით ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დღეს ჩაფრინდა ავღანეთში. მისი ვიზიტის ფონია დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა ნატოს ვერტმფრენის მიერ 2 მარტს შეცდომით 9 ავღანელი ბავშვის დახოცვის შედეგად. ორდღიანი ვიზიტის დროს გეიტსი ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებსაც ეწვევა - სადაც თალიბანის ექსტრემისტების წინააღმდეგობა ყველაზე ძლიერია.
XS
SM
MD
LG