Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ და კოსოვომ მოლაპარაკება დაიწყეს ევროკავშირის ეგიდით


სერბიამ და კოსოვომ დღეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკება გამართეს მას მერე, რაც ოლქი სერბიას ცალმხრივად გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს. მოლაპარაკება მიმდინარეობს ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით. მასზე პრაქტიკულ საკითხებს განიხილავენ. კოსოვოს მთავრობას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკება ბელგრადს მიიყვანს ოლქის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, მაგრამ სერბია ასეთ პერსპექტივას კატეგორიულად უარყოფს. კოსოვო აღიარეს მსოფლიოს 75 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-მა და ევროპის კავშირის წევრთა უმეტესობამ. რუსეთი და ჩინეთი კოსოვოს დამოუკიდებლად არ აღიარებენ.
XS
SM
MD
LG