Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხურ-თურქული მეგობრობის ძეგლის დემონტაჟი არ მოხდება


თურქეთის ქალაქ ერზრუმის სასამარლომ შეაჩერა გადაწყვეტილება, რომელიც სომხურ-თურქული მეგობრობისადმი მიძღვნილი ძეგლის დემონტაჟს ითვალისწინებდა. ამით, სასამართლომ შეაჩერა ქალაქ ყარსის ადმინისტრაციული საბჭოს დადგენილება. ძეგლი ყარსში მდებარეობს. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, წელს, იანვარში იყო ყარსში. მან ძეგლს „მონსტრული“ უწოდა და თქვა, უკვეთესი იქნება, თავიდან მოვიშოროთო. მას მერე გრძელდება კამათი ძეგლის გარშემო.
XS
SM
MD
LG