Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის მოსმენას მთელი კვირა დაეთმოება


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატების დებატებს მთელი კვირა დაეთმოება. დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმრავლესობა და უმცირესობა უპრეცედენტო ფორმატზე შეთანხმდნენ. ბაქრაძის განმარტებით, პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომები ერთი კვირის განმავლობაში დაეთმობა მხოლოდ მთავრობის წევრთა მოსმენას, ინფლაციის და უმუშევრობის პრობლემებზე კი, ცალკეულ მინისტრებთან დამატებითი დებატები გაიმართება. რაც შეეხება "საგანგებო კვირის" თარიღს, დავით ბაქრაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები პარლამენტის წინაშე სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე წარსდგებიან, თუმცა, მანამდე ნიკა გილაურთან დამატებითი კონსულტაცია გაიმართება.
XS
SM
MD
LG