Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნში რუსეთის და საქართველოს დელეგაციათა შეხვედრა გაიმართა


შვეიცარიის დედაქალაქში საქართველოსა და რუსეთის დელეგაციათა მოლაპარაკება გაიმართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების, რომელსაც შვეიცარიის წარმომადგენელიც ესწრებოდა, შედეგზე, ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძე არაფერს ამბობს. კაპანაძესთან ერთად საქართველოს წარმომადგენდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, თამარ კოვზირიძე. რუსეთის მხარეს მოლაპარაკების მაგიდას უჯდა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი, მაქსიმ მედვედკოვი. მომავალი შეხვედრა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სერგი კაპანაძემ, ორი თვის განმავლობაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG