Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ბერნში გამართული მოლაპარაკების დეტალებს არ აკონკრეტებს


საქართველოს მთავრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე 10 მარტს, ბერნში გამართული მოლაპარაკების დეტალებს არ აკონკრეტებს. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს დღეს მხოლოდ ის განუცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოლაპარაკების ახალი რაუნდი აპრილში გაიმართება. ამასთან, მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ შეცვლის პოზიციას, რომლის თანახმად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერისთვის აუცილებელია მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია.
XS
SM
MD
LG