Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია: ელექსტროსადგურის რადიაციულმა ფონმა გადააჭარბა დაშვებულ ნორმას


შაბათს იაპონიამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეატყობინა, რომ ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმა-1-ში მომხდარი აფეთქების შედეგად ავარიის რაიონში რადიაციულმა ფონმა გადააჭარბა დაშვებულ ნორმას. ავარიას მიენიჭა სიმძიმის მეოთხე კატეგორია ამჟამად მოქმედი შვიდბალიანი სისტემის მიხედვით. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ეს არის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის შედეგების მქონე ავარია. სააგენტო იტყობინება, რომ იაპონიის ხელისუფლება დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ურიგებს იოდის შემცველ პრეპარატებს, რომლებიც ორგანიზმიდან რადიაციის გამოყვანას უწყობს ხელს. ელექტროსადგურის მახლობლად მდებარე დასახლებების მოსახლეობა გუშინ იქნა ევაკუირებული.
XS
SM
MD
LG