Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომანის სულთანმა საკანონმდებლო უფლებამოსილებები მიანიჭა ომანის საბჭოს


ომანის სულთანმა ყაბუს ბენ საიდ ალბუსაიდმა დღეს საკანონმდებლო უფლებამოსილებები მიანიჭა ომანის საბჭოს. სასულთნოს მოქმედ კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად შექმნილია სპეციალური კომისია. საბჭო, რომელსაც აქამდე მხოლოდ სათათბირო ფუნქცია ჰქონდა, შედგება ორი პალატისგან: არჩევითი შურის საბჭოსა და სახელმწიფოს საბჭოსგან, რომელიც ინიშნება. არ არის ნათელი, შეინარჩუნებს თუ არა სულთანი ვეტოს უფლებას. ერთი კვირის წინ - მასობრი საპროტესტო აქციების საპასუხოდ - სულთანმა რამდენიმე არაპოპულარული მინისტრი გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG